Sunday, December 9, 2012


პ რ ო ე ქ ტ ი
თ ე მ :“რამდენად  ვიცნობთ  ქართული  კულტურის  ძეგლებს?“*(თემა განისაზღვრა საინტერესო,აქტუალური შეკითხვის მიხედვით).
მ ი ზ ა ნ ი:მოსწავლეებს გავუღვივოთინტერესი ქართული კულტურის ძეგლებისადმი,გამოვუმუშაოთ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებისა და მისი გამოყენებითქართული ძეგლების პ
რეზენტირების უნარ-ჩვევა.
შ ე დ ე გ ი:ს.გ.ხელ.VII.5
·        გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობასა დასამუშაო გრაფიკს,ანაწილებს ფუნქციებს;
·        განიხილავს გეგმის რამდენიმე ვარიანტს და ირჩევს ოპტიმალურს;
·        ირჩევს სამუშაო მასალას,იარაღებს;
ს.გ.ხელ.VII.6.
·        იჩენს სხვებთან თანამშრომლობის ინიციატივას და ხალისით ეხმარება თანაკლასელს;
·        მონაწილეობს ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღებაში;
განსაზღვრავს სამუშაოს შესასრულებლად საჭირო დროს და იცავს დროის ლიმიტს;
ს.გ.ხელ. VII.9.
·        ტოლერანტულია განსხვავებული იდეებისა და მიდგომების მიმართ;
·        კამათის დროს აცდის სხვებს საუბარს.
აქტივობა და დროის განაწილება:
პროექტი დაახლოებით თვენახევარი გრძელდება.პრეზენტაცია განხორციელდება ჯერ კლასში,შემდეგ კი ხელოვნებითა და ისტორიით დაინტერესებულ მოსწავლეთა ჯგუფთან.
ასაკობრივი ჯგუფი:VII კლასი.
მუშაობის ფორმა:ჯგუფური.
რესურსი:სახელმძღვანელო(ისტორია,ხელოვნება);კულტურის ძეგლთა ამსახველი ბეჭდური პროდუქცია;ფოტოაპარატი;ისტ ტექნოლოგიები.
ს ა ფ ე ხ ურ ი I.მოსწავლეებთან ერთად დაფაზე ჩამოვწერ რამდენიმე საინტერესო თემას და მიმოვიხილავ მასთან დაკავშირებულ საკითხებს.მოსწავლეები იხსენებენ თემის გარშემო არსებულ ცოდნას,სვამენ თემასთან დაკავშირებულ კითხვებს,შემდეგ კი გამოკვეთენ მთავარ კონკრეტულ კითხვას,რაც საფუძვლად დაედება მომავალ კვლევას.
ს ა ფ ე ხ უ რ იII.  მოსწავლეები აყალიბებენ კვლევის გეგმას,სადაც გათვლილია კვლევის პროცესისთვის საჭირო ყველა ნაბიჯი:ჯგუფების შექმნა სამეგობრო წრის გათვალისწინებით;ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება(ლიდერი,კონკრეტულ საკითხზე პასუხისმგებელი;ვინ რას გააკეთებს და რა დროში?)
ს ა ფ ე ხ უ რ იIII.ინფორმაციისთვის საჭირო რესურსების მოკვლევა-მოძიების პროცესი.
ს ა ფ ე ხ უ რ იIV.პროდუქტის მოსამზადებლად საჭირო აქტივობების განხორციელება.
ს ა ფ ე ხ უ რ იV.მოძიებული ინფორმაციის დახარისხება,შეჯამება და ანალიზი.
ს ა ფ ე ხ უ რ იVI.პროექტის პრეზენტაცია.
ს ა ფ ე ხ უ რ იVII.პროექტის შეფასება წინასწარ შემუშავებული შეფასების სქემის მიხედვით,რომელსაც მოსწავლეები მუშაობის დაწყებამდე გაეცნენ(A-B-C-D კრიტერიუმები და მათი მოთხოვნები).
პროექტისთვის საჭირო ხარჯები:ექსკურსია:100 ლარი.
cd-დისკები:2 ლარი.
ფოტოფირი:4 ლარი
საკანცელარიო ნივთები:5 ლარი.
ჯ  ა  მ  ი:111 ლარი.