პ რ ო ე ქ ტ ი
თ ე მ ა:“რამდენად ვიცნობთ
ქართული კულტურის ძეგლებს?“*(თემა განისაზღვრა საინტერესო,აქტუალური
შეკითხვის მიხედვით).
მ ი ზ ა ნ ი:მოსწავლეებს გავუღვივოთინტერესი ქართული კულტურის ძეგლებისადმი,გამოვუმუშაოთ
ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებისა და მისი გამოყენებითქართული ძეგლების პ
რეზენტირების უნარ-ჩვევა.
შ ე დ ე გ ი:ს.გ.ხელ.VII.5
·
გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობასა
დასამუშაო გრაფიკს,ანაწილებს ფუნქციებს;
·
განიხილავს გეგმის რამდენიმე ვარიანტს
და ირჩევს ოპტიმალურს;
·
ირჩევს სამუშაო მასალას,იარაღებს;
ს.გ.ხელ.VII.6.
·
იჩენს სხვებთან თანამშრომლობის ინიციატივას
და ხალისით ეხმარება თანაკლასელს;
·
მონაწილეობს ერთობლივი გადაწყვეტილებების
მიღებაში;
განსაზღვრავს სამუშაოს შესასრულებლად
საჭირო დროს და იცავს დროის ლიმიტს;
ს.გ.ხელ. VII.9.
·
ტოლერანტულია განსხვავებული იდეებისა
და მიდგომების მიმართ;
·
კამათის დროს აცდის სხვებს საუბარს.
აქტივობა და დროის განაწილება:
პროექტი დაახლოებით თვენახევარი გრძელდება.პრეზენტაცია
განხორციელდება ჯერ კლასში,შემდეგ კი ხელოვნებითა და ისტორიით დაინტერესებულ მოსწავლეთა
ჯგუფთან.
ასაკობრივი ჯგუფი:VII კლასი.
მუშაობის ფორმა:ჯგუფური.
რესურსი:სახელმძღვანელო(ისტორია,ხელოვნება);კულტურის
ძეგლთა ამსახველი ბეჭდური პროდუქცია;ფოტოაპარატი;ისტ ტექნოლოგიები.
ს ა ფ ე ხ ურ ი I.მოსწავლეებთან ერთად დაფაზე ჩამოვწერ რამდენიმე საინტერესო
თემას და მიმოვიხილავ მასთან დაკავშირებულ საკითხებს.მოსწავლეები იხსენებენ თემის გარშემო
არსებულ ცოდნას,სვამენ თემასთან დაკავშირებულ კითხვებს,შემდეგ კი გამოკვეთენ მთავარ
კონკრეტულ კითხვას,რაც საფუძვლად დაედება მომავალ კვლევას.
ს ა ფ ე ხ უ რ იII. მოსწავლეები აყალიბებენ კვლევის გეგმას,სადაც
გათვლილია კვლევის პროცესისთვის საჭირო ყველა ნაბიჯი:ჯგუფების შექმნა სამეგობრო წრის
გათვალისწინებით;ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება(ლიდერი,კონკრეტულ საკითხზე პასუხისმგებელი;ვინ
რას გააკეთებს და რა დროში?)
ს ა ფ ე ხ უ რ იIII.ინფორმაციისთვის
საჭირო რესურსების მოკვლევა-მოძიების პროცესი.
ს ა ფ ე ხ უ რ იIV.პროდუქტის მოსამზადებლად საჭირო აქტივობების
განხორციელება.
ს ა ფ ე ხ უ რ იV.მოძიებული
ინფორმაციის დახარისხება,შეჯამება და ანალიზი.
ს ა ფ ე ხ უ რ იVI.პროექტის
პრეზენტაცია.
ს ა ფ ე ხ უ რ იVII.პროექტის
შეფასება წინასწარ შემუშავებული შეფასების სქემის მიხედვით,რომელსაც მოსწავლეები მუშაობის
დაწყებამდე გაეცნენ(A-B-C-D კრიტერიუმები და
მათი მოთხოვნები).
პროექტისთვის საჭირო ხარჯები:ექსკურსია:100 ლარი.
cd-დისკები:2
ლარი.
ფოტოფირი:4 ლარი
საკანცელარიო ნივთები:5
ლარი.
ჯ
ა მ ი:111 ლარი.
No comments:
Post a Comment